ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ორი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ორი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში დღეს სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის.

პირველ დღეს ტატამზე ორი ქართველი გამოვა. გიორგი სარდალაშვილი და თორნიკე მაზიაშვილი (ორივე 60კგ-ში) შეჯიბრზე მედლების მოპოვებას შეეცდებიან.

მთლიანობაში მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრები 13 ძიუდოისტით იასპარეზებს. ახალგაზრდა სპორტსმენებიდან ცხრა ვაჟია, ხოლო ოთხი ქალი. ჩვენი გუნდის წევრები მამაკაცთა შეჯიბრზე ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლენ. 66 და 100 კგ-ში ძიუდოისტი არ გვეყოლება, ოთხი წონა კი გაორებული იქნება.

დღეს ტურნირზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.