ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ორ ოქროსა და ორ ბრინჯაოს მედალს ველით | ძიუდო
ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ორ ოქროსა და ორ ბრინჯაოს მედალს ველით | ძიუდო

მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველ ძიუდოისტებს ორი ოქროს და ორო ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვთ.

81-კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ახალკაცი ფინალში რუს დავიდ კარაპეტიანს შეხვდება. იგივე წონაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილი მესამე ადგილისთვის აზერბაიჯანელ სპორტსმენს დაუპირისპირდება.

90კგ-ში მოასპარეზე ლაშა ბექაური ოქროს მედლისთვის უნგრელ როლანდ გოზს შეხვდება, ხოლო 70კგ-ში მარიამ ჭანტურია ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ ძიუდოისტთან იჭიდავებს. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება.