ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა რუმინეთში შვიდი მედალი მოიპოვეს
ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა რუმინეთში შვიდი მედალი მოიპოვეს

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართულ ევროპის თასზე 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის გამარჯვებულები ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები ნატალია ყიფშიძეს (-48კგ), მარიამ ჭანტურიას (-70კგ) და გიორგი შერაზადიშვილს (-81კგ), გადაეცათ, ბრინჯაოს მედლები ნინო გულბანმა (-70კგ) და სალომე მაყიშვილმა(+78კგ) მოიპოვეს.

ეთერ ლიპარტელიანმა ფინალურ შეხვედრაში სერბი მარიცა პერისიჩი ვაზარით დაამარცხა , ხოლო სომხიშვილმა მედლისთვის ბრძოლაში უკრაინელ რუსლანა ბულავინას იპონით მოუგო.

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ევროპის თასზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ვაჟთა შეჯიბრში საქართველოს ნაკრების წევრთაგან მხოლოდ გიორგი შერაზადიშვილი მონაწილეობდა, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველი ძიუდოისტი ფინალში იტალიელ ჯაკომო გამბასთან დამარცხდა.