ახალგაზრდა ქართველი სამბისტების წარმატებული დღე - შვიდი სხვადასხვა სინჯის მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალგაზრდა ქართველი სამბისტების წარმატებული დღე - შვიდი სხვადასხვა სინჯის მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე

ჭიდაობა სამბოში ახალგაზრდულ და ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატს უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი მასპინძლობს. შეჯიბრის მეორე დღეს ქართველმა სამბისტებმა შვიდი სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.

ჭაბუკებს შორის 65 კგ. წონით კატეგორიაში ელიზბარ თურქიამ მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა. თურქიამ ფინალურ ორთაბრძოლაში რუს აბულმუსლიმ მახდიევს სძლია.

ჭაბუკთა შორის ვერცხლის მედლის მფლობელები ზაურ დვალაშვილი (- 81) და ჯუმბერ კოლხიტაშვილი (+87) გახდნენ. მესამე საპრიზო ადგილზე კი ანზორ სიდამონიძე გავიდა.

ახალგაზრდებში მოასპარზე მარიამ ცერცვაძე ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი 68 კგ. წონით კატეგორიაში გაგა ბახტიძე გახდა, მესამე საპრიზო ადგილზე კი გოჩა გვაჩლიანი გავიდა.

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე დღეისათვის საქართველოს მონაგარი 11 სხვადასხვა სინჯის მედალია.

კვირას ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრთაგან:- ნიკა კოჩალიძე (-56), კობა აკოფაშვილი (-70) და დიმიტრი კუნდუხაშვილი (-78) იჭიდავებენ, ხოლო ახალგაზრდებს შორის საქართველოს ღირსებას ავთო მუკბანიანი (-57), თორნიკე გვიჩიანი (-74) და დიმიტრი ნასყიდაშვილი (-100) დაიცავენ.