ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავეები ესპანეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ [ვიდეო]

ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავეები ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს.

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ტურნირზე საქართველოს გუნდის ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.

ოქროს მედლები გიორგი ელბაქიძემ და ვლადიმერ გამყრელიძემ მოიპოვეს, მეორე ადგილზე მძიმეწონოსანი სოლომონ მანაშვილი გავიდა, ბრინჯაოსმედალოსანი კი მირიან მაისურაძე გახდა.