ახალგაზრდა მოჭიდავეებმა სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე ცხრა მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
ახალგაზრდა მოჭიდავეებმა სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე ცხრა მედალი მოიპოვეს #1TVSPORT

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ცხრა მედალი მოიპოვა.

ჩემპიონები გიორგი მაისურაძე (55 კგ), ნიკა ბუხრაშვილი (60 კგ), ნოდარ თევზაძე (71 კგ) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (92 კგ) გახდნენ.

ვერცხლის მედალს გიგია ლუქუნიძე (92 კგ) დაეუფლა. ბრინჯაოს კი – ლუკა ბეგიაშვილი (48 კგ), მათე ცინაძე (51 კგ), ოთო ბერიძე (80 კგ) და ვაჩე აბრამიშვილი (92 კგ).

სომხეთში საქართველოს ნაკრების მწვრთნელები ვანო ყვარელაშვილი და მამუკა ჩაჩუა იყვნენ. საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა არბიტრმა, ელგუჯა ქობესაშვილმაც იმსაჯა.