ახალგაზრდა მოჭიდავეებმა კონტინენტის პირველობაზე ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
ახალგაზრდა მოჭიდავეებმა კონტინენტის პირველობაზე ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით 17-წლამდელ მოჭიდავეებს შორის დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კონტინენტის ჩემპიონები ერეკლე თავბერიძე (55კგ) და საბა ჩილაშვილი (110 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს კი იური ჩაფიძე (48 კგ) და გიორგი ჭიკაიძე (65) დაეუფლნენ

ხვალ ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრებს ორი ოქროს და სამი ბრინჯაოს შანსი აქვთ – ოქროს მედლებისთვის ლუკა ლომაძე (71) და საბა ფურცელაძე (92 კგ) იჭიდავებენ. ბრინჯაოს მედლისთვის კი ჯაბა ბოლქვაძე (45 კგ), კობა ქარუმიძე (52 კგ) და საბა სურმანიძე (60 კგ) იბრძოლებენ.

პირველი დღის შემდეგ საქართველოს გუნდურ ჩათვლაში 100 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, მეორე ადგილზე აზერბაიჯანია (60 ქულა), მესამეზე – სომხეთი (51).