ახალგაზრდა ფრანგი „პარი სენ-ჟერმენის“ აკადემიიდან – გორის „დილამ“ 21 წლის მცველი გაიფორმა #1TVSPORT

11:40, 27.07.2025

გორის „დილამ“ საქართველოს ეროვნული ლიგის განახლებამდე ფრანგი მცველი დაიმატა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„21 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი ლენი მანისა კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს. ახალგაზრდა უკანახაზელს საკმაოდ საინტერესო კარიერა აქვს. ლენიმ თამაში „გენგამის“ აკადემიაში დაიწყო, საიდანაც „პარი სენ-ჟერმენის“ 19-წლამდე გუნდში გადავიდა და კლუბთან ერთად ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზა.

შემდეგი ეტაპი მის კარიერაში იტალიური „პარმა“ იყო, სადაც როგორც ასაკობრივ, ასევე ძირითად გუნდში ასპარეზობდა. ბოლოს მან ბერძნულ აეკ-ში ითამაშა.

ლენი მანისას აქვს სანაკრებო გამოცდილებაც, ის საფრანგეთის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

მსგავსი