ახალციხის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა 8449 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი 5249
ახალციხის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა 8449 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი 5249

ახალციხის 37-ე ოლქის 35-ვე უბანი 20:00 საათზე დაიხურა, რის შემდეგაც პროცედურით დადგენილი ხმის დათვლის პროცესი გაიმართა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეა გავაშელის ინფორმაციით, ახალციხის ოლქში დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, მან 8449 ამომრჩევლის ხმა მიიღო. მეორე ადგილზე, საოლქო კომისიის ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძე გავიდა, 5249 ხმით. მესამე ადგილი კი, 3780 ხმით, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ დაიკავა.

საოლქო საარჩევნო კომისიის ცნობით, 541 ბიულეტენი გაბათილდა.

ახალციხის ოლქში 35 უბანი იყო გახსნილი, ამომრჩეველთა რაოდენობა კი 34 428 შეადგენდა.