ახალგაზრდულ ნაკრებს ფინეთთან ნინუაც დააკლდა
ახალგაზრდულ ნაკრებს ფინეთთან ნინუაც დააკლდა

12 ოქტომბერს, სეინაიოკის „ომასპ სტადიონზე“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდება.

გუნდმა დღეს მატჩის წინა ვარჯიში გამართა. სამწუხაროდ, ტრავმირებული გიორგი ხარაიშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი ნაკრებს ვერ დაეხმარებიან. ახალგაზრდული ნაკრების პრობლემები ამით არ ამოწურულა – ფინეთთან ვერც თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველი – ნიკა ნინუა ითამაშებს. სამივე მათგანი ცენტრალური ნახევარმცველია, რაც გუნდს პრობლემებს შეუქმნის.

ნინუას მდგომარეობა მძიმე არაა და დამაიმედებელია. ფეხბურთის ფედერაცისი ცნობით, დიდი შანსია მან, 16 ოქტომბერს პოლონეთთან მატჩში მოედანზე გასვლა შეძლოს.

ფინელების მსგავსად, ევროშესარჩევ ჯგუფში, გია ცეცაძის გუნდსაც 9 ქულა დაუგროვდა და ამ შეხვედრის სატურნირო თვალსაზრისით მხოლოდ ეს მნიშვნელობა გააჩნია – რომელი ნაკრები მოხვდება წინ. ჯგუფიდან გასვლის შანსი კი ორივე ნაკრებმა დაკარგა.

ფინეთი-საქართველო თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), ოთო გოშაძე (დინამო ბთ), ლუკა სანიკიძე (თელავი)

მცველები: გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ლუკა გადრანი (რუსთავი), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), დავით კობოური (დინამო თბ), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გურამ გიორბელიძე (სიონი)

ნახევარმცველები: აკაკი შულაია (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიეტუვა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), გიორგი კუცია (დინამო თბ)

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი)