ახალ ზელანდიაში კრაისტჩერჩის ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებულის სასამართლო მიმდინარეობს
ახალ ზელანდიაში კრაისტჩერჩის ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებულის სასამართლო მიმდინარეობს

ახალ ზელანდიაში კრაისტჩერჩის ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირის სასამართლო მოსმენა მიმდინარეობს. თავდამსხმელმა ბრენტონ ტარანტმა, რომელიც კრაისტჩერჩის ორ მეჩეთში 51 ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული, დღეს თავდასხმისას დაზარალებულებისა და გარდაცვლილთა ახლობლების განცხადებებს მოუსმინა.

„როიტერის“ ინფორმაციით, სასამართლო პროცესი რამდენიმე დღეს გასტანს. ტარანტს მოსმენის ბოლოს საკუთარი განცხადების გაკეთების საშუალება ექნება, რის შემდეგაც სასამართლო განაჩენს გამოიტანს.

მოსამართლემ შესაძლოა, ტარანტს უვადო პატიმრობის განაჩენი გამოუტანოს, ვადაზე ადრე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე. ეს განაჩენი ახალ ზელანდიაში ჯერ არასდროს გამოუყენებიათ.