ახალ ზელანდიაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში​ კორონავირუსის შემთხვევათა რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
ახალ ზელანდიაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში​ კორონავირუსის შემთხვევათა რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ახალ ზელანდიაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალი კორონავირუსის შემთხვევათა რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. „გარდიანის“ ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ახალ ზელანდიაში ვირუსის მხოლოდ 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში გავრცელების პრევენციის მიზნით მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდენი ამბობს, რომ ოპტიმიზმის მიუხედავად, ქვეყანამ კურსიდან არ უნდა გადაუხვიოს.