ახალ ზელანდიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ახალ ზელანდიაში დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იმ რეგიონებში, სადაც მკაცრი კარანტინი იყო დაწესებული, ზომები შემსუბუქდება.
„გარდიანის“ ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე ახალ ზელანდიაში ვირუსის 1 464 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 25 ადამიანი.
ამ დროისთვის ქვეყნაში 62 კოვიდინფიცირებულია რეგისტრირებული, რომლებიც ვირუსს ჯერ კიდევ ებრძვიან. მათგან სამი საავადმყოფოში მკურნალობს.