ახალ ზელანდიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა

07:37, 04.05.2020

პირველად 16 მარტის შემდეგ, ახალ ზელანდიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ახალ ზელანდიაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების სულ 1 487 შემთხვევა, გარდაცვლილია 20 ადამიანი.

გასულ კვირას ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდენმა ქვეყანაში კორონავირუსის დამარცხების შესახებ განაცხადა. ხუთკვირიანი კარანტინის შემდეგ, 28 აპრილიდან ახალ ზელანდიაში შემზღუდავი ზომების ეტაპობრივი შემსუბუქება დაიწყო.

მსგავსი