ახალ ზელანდიაში ბოლო 24 დღის განმავლობაში პირველად „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

09:10, 16.06.2020

ხალ ზელანდიაში ბოლო 24 დღის განმავლობაში პირველად „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა.

„გარდიანის“ ინფორმაციით, ორივე ინფიცირებული ქვეყანაში გაერთიანებული სამეფოდან დაბრუნდა.

გასულ კვირაში ახალი ზელანდიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ინფიცირების არც ერთი აქტიური შემთხვევა აღარ ფიქსირდებოდა. თუმცა ჯანდაცვის უწყებაში ამბობდნენ, რომ ქვეყანაში ახალი ზელანდიის მოქალაქეების დაბრუნებასთან ერთად, ქვეყანაში ინფიცირების ახალი შემთხვევებიც დაფიქსირდებოდა.

ახალ ზელანდიაში „კოვიდ-19“-ის 1 500 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გარდაიცვალა 22 პირი.

მსგავსი