ახალ ზელანდიაში 190 კგ კოკაინი ამოიღეს
ახალ ზელანდიაში 190 კგ კოკაინი ამოიღეს

ახალი ზელანდიის სამართალდამცველებმა 190 კგ ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს.

კონტრაბანდული საქონელი ოკლენდში ხომალდით, ბანანის პარტიაში შენიღბული შეიტანეს.

პოლიციამ 41 წლის მამაკაცი დააკავა. გავრცელებული ცნობით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ჯამური ღირებულება 25 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.