ახალ რეიტინგში ჯოკოვიჩი ისევ პირველია - ბასილაშვილი მეჩვიდმეტე
ახალ რეიტინგში ჯოკოვიჩი ისევ პირველია - ბასილაშვილი მეჩვიდმეტე

ATP-ის ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც „როლან გაროსის“ დასრულების შემდეგ სერიოზული ცვლილებები არ შეინიშნება.

პირველ ადგილს კვლავინდებურად სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი იკავებს, მის ანგარიშზე 12715 ქულაა. მეორეზე საფრანგეთის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული, ესპანელი რაფაელ ნადალია – 7945 ქულით. მესამე ადგილზე მყოფ შვეიცარიელ ლეგენდას, როჯერ ფედერერს 6670 ქულა აქვს.

„როლან გაროსის“ ფინალისტი ავსტრიელი დომინიკ ტიმი მეოთხე პოზიციაზეა 4685 ქულით. მეხუთე კი გერმანელი ალექსანდრ ზვერევია, რომელსაც 4360 ქულა აქვს. სამი საფეხურით დაქვეითდა და ათეულიდან გავარდა არგენტინელი ხუან მარტის დელ-პოტრო, ის ამჟამად მეთორმეტეა 2695 ქულით. შვეიცარიელმა სტანისლავ ვავრინკამ კი ცხრა ადგილით წინ გადმოიწია და ოცეულში შევიდა. იგი რეიტინგში 1715 ქულით მეცხრამეტეა.

ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი მეჩვიდმეტეა და მის ანგარიშზე 1970 სარეიტინგო ქულაა.