ახალ „ფერარის“ 15 თებერვალს წარადგენენ
ახალ „ფერარის“ 15 თებერვალს წარადგენენ

იტალიური საჯინიბო „ფერარის“ პრეზიდენტმა მაურიციო არივაბენემ განაცხადა, რომ 2019 წლისთვის განკუთვნილ ბოლიდს მომავალი წლის 15 თებერვალს წარადგენს – ბარსელონას წინასასეზონო ტესტებამდე სამი დღით ადრე.

„ჯგუფი ტექნიკური დირექტორის მატია ბინოტოს ხელმძღვანელობით რამდენიმე თვეა მუშაობს მომავალი სეზონის ბოლიდისთვის. ძრავები უკვე გადიან გამოცდებსა და ტესტებს, ავტომობილის სხვა კომპონენტებიც უკვე წარმოებაშია. დაძაბულობა მატულობს, დრო კი სულ უფრო ცოტა რჩება. 15 თებერვალს წარმოვადგენთ ახალ ბოლიდს და ამ მომენტისთვის ყველაფერი მზად უნდა იყოს. ბუნებრივია, ჯერ ადრეა საერთო სურათზე ლაპარაკი. ვატარებთ სიმულაციებს, მაგრამ რეალურ შესაძლებლობას დავინახავთ მხოლოდ ტრასაზე“, – განაცხადა არივაბენემ „ავტოსპორტთან“ (Autosport) კომენტარში.