ახაგაზრდული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს
ახაგაზრდული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს

საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები ნოემბერში ორი ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები დაასრულა, თუმცა ფეხბურთის ფედერაციამ გუნდისთვის ახალი მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაგეგმვა.

ამ დროისთვის შეთანხმებულია ორი ამხანაგური მატჩი – 16 ნოემბერს გია ცეცაძის გუნდი უკრაინის 21-წლამდე ნაკრებს ესტუმრება, ხოლო 20 ნოემბერს – კვიპროსს.

მთავარმა მწვრთნელმა უკვე დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც ამ შეხვედრებისთვის მოემზადებიან:

მეკარეები – ლუკა გუგეშაშვილი (დილა), ლუკა სანიკიძე (თელავი), დავით კერესელიძე (ცხინვალი)

მცველები – დავით კობოური, ლუკა ლოჩოშვილი, ლუკა ქაფიანიძე (სამივე – დინამო თბ), ზაურ კერელეიშვილი (კოლხეთი), შალვა ბურჯანაძე (ტორპედო), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო)

ნახევარმცველები – დავით სამურკასოვი, რატი არდაზიშვილი, თორნიკე ძებნიაური (სამივე – ლოკომოტივი), გიორგი კუცია, ნიკა ნინუა (ორივე – დინამო თბ), თამაზ შალიკაშვილი (კოლხეთი), თემურ ჩოგაძე (რუსთავი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), ლაშა ლეჟავა (სიონი)

თავდამსხმელები – ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ბექა ქავთარაძე (რუსთავი)