აკაპულკოს ტურნირი ზვერევმა მოიგო #1TVSPORT
აკაპულკოს ტურნირი ზვერევმა მოიგო #1TVSPORT

მექსიკის ქალაქ აკაპულკოში ATP500-ის კატეგორიის ტურნირი დასრულდა. ფინალში, რომელიც ორი საათი და 19 წუთი გაგრძელდა, გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა ორ სეტში – 6:4, 7:6(3) დაამარცხა ბერძენი სტეფანოს ციციპასი.

პირველი სეტის პირველი ნახევარი ციციპასის უპირატესობით წარიმართა – მან ბრეიკით 4:1 წაიყვანა ანგარიში, მეექვსე გეიმში კი სამი ბრეიკპოინტი ჰქონდა, მაგრამ ეს შანსები ვერ გამოიყენა. სწორედ ეს გახდა გარდამტეხი მომენტი – ზვერევმა 1:4-დან ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და პირველი პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტი უკვე გერმანელის უპირატესობით მიდიოდა – მან მეცხრე გეიმში ბრეიკი შეასრულა და მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. მეათე გეიმში ზვერევს მატჩბოლიც ჰქონდა. მაგრამ ციციპასმა საფრთხე მოიგერია და მე-12 გეიმში თავად მოიპოვა სეტბოლი, თუმცა, მანაც ვერ გამოიყენა ეს შანსი. საბოლოოდ. პარტიის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც ზვერევმა დიდი უპირატესობა მოიპოვა და მე-13 გეიმი 7:3 მოიგო.

გერმანელმა ტიტული ისე მოიგო, რომ სეტი არ წაუგია. ეს მის კარიერაში ATP-ის დონეზე მე-14 გამარჯვებაა.