აკაპულკოს ტურნირი ნიკ კირგიოსმა მოიგო
აკაპულკოს ტურნირი ნიკ კირგიოსმა მოიგო

მექსიკის ქალაქ აკაპულკოში ATP500-ის კატეგორიის ტურნირი დასრულდა, რომელიც ავსტრალიელმა ნიკ კირგიოსმა მოიგო. 23 წლის ჩოგბურთელმა გერმანელი ალექსანდრ ზვერევი ორ სეტში – 6:3, 6:4 დაამარცხა. მატჩი საათი და 32 წუთი გრძელდებოდა.

ავსტრალიელმა 13 ეისი შეასრულა და ხუთიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. მსოფლიოს მესამე ჩოგანის ზვერევის ანგარიშზე შვიდი ეისი და ერთი ბრეიკი იყო.

აკაპულკოში კირგიოსმა ამ სეზონში პირველი და კარიერაში მეხუთე ტიტული მოიპოვა. ზვერევის გარდა, მექსიკაში მან ესპანელი რაფაელ ნადალი, შვეიცარიელი სტენ ვავრინკა და ამერიკელი ჯონ ისნერი დაამარცხა.
ამ მოგებით, კირგიოსმა კლასიფიკაციაში 41 ადგილი მოიპოვა და 72-ე პოზიციიდან 31-ზე გადაინაცვლა.