აკაკი ზოიძე - რუსეთი ოკუპანტია და ხელოვანსაც გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება, პოლიტიკოსზე საუბარიც არ არის
აკაკი ზოიძე - რუსეთი ოკუპანტია და ხელოვანსაც გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება, პოლიტიკოსზე საუბარიც არ არის

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე 15 დეკემბერს, სანქტ-პეტერბურგში კონცერტზე პაატა ბურჭულაძის გამოსვლას უარყოფითად აფასებს.

როგორც ჟურნალისტებს აკაკი ზოიძემ განუცხადა, ხელოვანი თავისუფალია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, ხელოვნებასაც გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება.

„პოლიტიკოსზე საუბარიც არ არის, ეს მიუღებელია”, – დასძინა აკაკი ზოიძემ.

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში  15 დეკემბერს დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე პაატა ბურჭულაძემ იმღერა. მან ოპერა „დაისიდან“ ცანგალას სიმღერა, „ღვინოვ კახურო“ შეასრულა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვით გამოვიდა.