აკაკი ზოიძე - გრიგოლ ვაშაძე პატრიარქის სახელის გამოყენებით იტყუება და მისი ძალის წარმომადგენელს მორალური უფლება არ აქვს, ბიბლია ახსენოს
აკაკი ზოიძე - გრიგოლ ვაშაძე პატრიარქის სახელის გამოყენებით იტყუება და მისი ძალის წარმომადგენელს მორალური უფლება არ აქვს, ბიბლია ახსენოს

ე.წ. კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პატრიარქის სახელის გამოყენებით იტყუება და მისი ძალის წარმომადგენელს არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ბიბლია ახსენოს,- ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კანაფის წარმოება-კულტვაციასთან დაკავშირებით საკითხი დახურულია, რადგან მთავრობამ კანონპროექტი უკან გაიწვია.

როგორც ჟურნალისტებს ზოიძემ განუცხადა, ხელისუფლება ხალხს უსმენს.

„საკითხი დახურულია. არჩევნების მერე არსად მივდივართ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები გვაქვს და ორი წელი სამუშაოა. ვერავითარ საშიშროებას ვერ ვხედავ, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს. ხელისუფლება არსად წასვლას არ აპირებს“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.