აკადემიური ნიჩბოსნობა | გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
იტალიის ქალაქ ვარეზეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში, საქართველოს ნაკრების წევრებმა, გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა მსუბუქ წონაში ორადგილიანი ნავით (LM2-) მეორე შედეგი დააფიქსირეს და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატში 31 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.