აივერსონმა ლებრონ ჯეიმსი მაიკლ ჯორდანზე მაღლა დააყენა
აივერსონმა ლებრონ ჯეიმსი მაიკლ ჯორდანზე მაღლა დააყენა

„ფილადელფია სიქსერზის” ლეგენდამ ალენ აივერსონმა ინტერვიუში განაცხადა, რომ „ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი უკეთესი კალათბურთელია, ვიდრე მაიკლ ჯორდანი, რომელმაც ექვსი ტიტული მოიგო „ჩიკაგო ბულზთან” ერთად.

„როგორც არ უნდა მიყვარდეს მაიკლ ჯორდანი, ლებრონ ჯეიმსი – უდიადესი კალათბურთელია ისტორიაში”, – განაცხადა აივერსონმა.

35 წლის ლებრონ ჯეიმსი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 25.0 ქულას, 10.6 შედეგიან გადაცემასა და 7.9 მოხსნას ასრულებს. ფორვარდი ამ სეზონში MVP-ის პრიზის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა „მილუოკის” ფორვარდ იანის ანტენტოკუნმპოსთან ერთად.
ცოტა ხნის წინ, „ლეიკერსი” პირველად 2010 წლის შემდეგ, დასავლეთი კონფერენციის ჩემპიონი გახდა.

დატოვე კომენტარი