აირტონ სენა ყველა დროის ყველაზე სწრაფ პილოტად აღიარეს
აირტონ სენა ყველა დროის ყველაზე სწრაფ პილოტად აღიარეს

ფორმულა 1-მა მასშტაბური კვლევა ჩაატარა ყველა დროის ყველაზე სწრაფი პილოტის გამოსავლენად. კერძოდ, გააანალიზეს 1983 წლიდან მოყოლებული ყველა საკვალიფიკაციო რბოლის შედეგი და გაარკვიეს თანამედროვე ისტორიაში ფორმულა 1-ის ყველაზე სწრაფი მრბოლელის ვინაობა.

რეიტინგს სათავეში ჩაუდგა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ბრაზილიელი აირტონ სენა. მან 0.114 წამით მოუგო მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, გერმანელ მიხაელ შუმახერს. მესამე ადგილზე გავიდა ექვსი ტიტულის მფლობელი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და წლევანდელი სეზონის ლიდერი, ბრიტანელი ლუის ჰემილტონი.

ტოპ-ათეულში ოთხი პილოტია, რომლებსაც ჩემპიონის ტიტული არ გააჩნიათ – მაქს ფერსტაპენი, შარლ ლეკლერი, ჰეიკი კოვალაინენი და იარნო ტრული.

რეიტინგის შედგენისას ხელოვნური ინტელექტის გამოთვლები იყო გამოყენებული.

ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველა დროის უსწრაფესი პილოტების ტოპ-ათეული:

1. აირტონ სენა – +0,000

2. მიხაელ შუმახერი – +0,114

3. ლუის ჰემილტონი – +0,275

4. მაქს ფერსტაპენი – +0,280

5. ფერნანდო ალონსო – +0,309

6. ნიკო როსბერგი – +0,374

7. შარლ ლეკლერი – +0,376

8. ჰეიკი კოვალაინენი – +0,378

9. იარნო ტრული – +0,409

10. სებასტიან ფეტელი – +0,435