„აინტრახტთან“ კიმ მინ ჯეს, მერეტისა და რასპადორის თამაში საეჭვოა - გერმანელ ფანებს „სტადიო ნეაპოლზე“ შეზღუდვები დაუწესეს #1TVSPORT
„აინტრახტთან“ კიმ მინ ჯეს, მერეტისა და რასპადორის თამაში საეჭვოა - გერმანელ ფანებს „სტადიო ნეაპოლზე“ შეზღუდვები დაუწესეს #1TVSPORT

„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ფრანკფურტის „აინტრახტთან“ განმეორებითი მატჩისთვის ემზადება, რომელიც „სტადიო მარადონაზე“ 16 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

პირველი მატჩი გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიამ და კამპანიამ 2:0 მოიგეს და ფავორიტად ითვლებიან, მაგრამ „ნაპოლის“ რამდენიმე ლიდერის თამაში ჯერ კითხვებს ბადებს. ამის შესახებ საინტერესო ინფორმაციებს gonfialarete ავრცელებს.

ინტერნეტპორტალის ცნობით, გუნდი ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნებას ელოდება და ფრანკფურტის „აინტრახტთან“ მატჩამდე კიმ მინ ჯეს, ალექს მერეტის, ჯაკომო რასპადორის და ჰირვინგ ლოზანოს მდგომარეობის შესახებ სიახლეები გაავრცელა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი კასტელ ვოლტურნოში, „ნაპოლის“ საწვრთნელ ცენტრში „აინტრახტთან“ საპასუხო მატჩისთვის ემზადება. რასპადორიმ ინდივიდუალურად ივარჯიშა, გუნდთან ერთად სრულად დაიტვირთა ლოზანო, ხოლო კიმი და მერეტი – მხოლოდ ნაწილობრივ და ვარჯიშის მეორე ნაწილი ინდივიდუალურად ივარჯიშეს.

ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ „ნაპოლი“-„აინტრახტის“ მატჩს გერმანელი გულშემატკივრები შეზღუდული რაოდენობით დაესწრებიან – მათთვის 2,700 ბილეთია გამოყოფილი. საქმე ისაა, რომ გერმანიაში მეტოქეთა ფანებს შორის კონფლიქტი მოხდა. ეს გადაწყვეტილება ვითარების გამწვავებების თავიდან ასაცილებლად მიიღეს.