აინტრახტმა იოვიჩი ბენფიკადან გამოისყიდა
აინტრახტმა იოვიჩი ბენფიკადან გამოისყიდა

ფრანქფურტის აინტრახტმა თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაცხადა სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ ფორვარდ ლუკა იოვიჩთან. გერმანულმა კლუბმა გაააქტიურა ბენფიკადან 21 წლის სერბის გამოსყიდვის პუნქტი. იოვიჩთან კონტრაქტი გათვლილია 2023 წლის 30 ივნისამდე.

„სასიამოვნოა, რომ ლუკა ჩვენთან ერთად ვითარდება“, – მოჰყავს აინტრახტის სპორტული დირექტორის ფრედი ბობიჩის სიტყვები კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს. – „ჩვენ ეჭვი არ გვეპარებოდა მისი ტრანსფერის გამოსყიდვაში. იოვიჩი – ეს არის მოთამაშე არაჩვეულებრივი თვისებებით“.

იოვიჩი 2017 წლიდან იჯარის წესით თამაშობს აინტრახტში. ამ სეზონში მან 40 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა.