აიათოლა ალი ხამენეი - ტერმინი „სიკვდილი ამერიკას“ მიმართულია არა ხალხის, არამედ აშშ-ის ლიდერების მიმართ
აიათოლა ალი ხამენეი - ტერმინი „სიკვდილი ამერიკას“ მიმართულია არა ხალხის, არამედ აშშ-ის ლიდერების მიმართ

ტერმინი „სიკვდილი ამერიკას“ მიმართული არის არა აშშ-ის მოსახლეობის, არამედ დონალდ ტრამპისა და აშშ-ის ლიდერების მიმართ, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყნის საჰაერო ძალების ოფიცრების შეკრებაზე განაცხადა.

„ვიდრე აშშ ბოროტ პოლიტიკას აგრძელებს, ირანელი ხალხი უარს არ იტყვის ტერმინზე „სიკვდილი ამერიკას“. ეს ნიშნავს სიკვდილი ტრამპს, ჯონ ბოლტონსა და მაიკ პომპეოს. ეს ნიშნავს, სიკვდილი ამერიკელ მმართველებს“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

ირანის სულიერმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ირანელები ამერიკელების მსგავსად, არც ევროპელებს უნდა ენდონ.

აშშ-მა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა და თეირანს სანქციები დაუწესა. ევროპის ლიდერები შეთანხმების გადარჩენას ცდილობენ, თუმცა ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო, ირანს აკრიტიკებენ.