აიათოლა ალი ხამენეი - რეგიონში ვითარება შეუფერებელია აშშ-ისა და მისი მეგობრების გამო, ამასთან გასამკლავებლად გზა შიდარეგიონულ თანამშრომლობაზე გადის
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ისგან გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავებისთვის რეგიონის ქვეყნებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
„ვითარება რეგიონში შეუფერებელია ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მეგობრების გამო და მასთან გასამკლავებლად ერთადერთი გზა შიდარეგიონულ თანამშრომლობაზე გადის“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა ყატარის მმართველ ემირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანისთან შეხვედრის დროს.
თავის მხრივ, ყატარის ემირი აიათოლა ალი ხამენეის დაეთანხმა და რეგიონის ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი მოლაპარაკებების აუცილებლობაზე ისაუბრა.