აიაქსს დე ლიხტის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო სურს
აიაქსს დე ლიხტის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო სურს

ამსტერდამის აიაქსი მზად არის გაუშვას ბარსელონაში მცველი მატეის დე ლიხტი, ოღონდ ძალიან დიდი თანახის სანაცვლოდ, – წერს ესპანური პრესა.

მუნდო დეპორტივოს (Mundo Deportivo) ინფორმაციით, ბარსელონა აპირებს ჰოლანდიელ მოთამაშესთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვას. კერძოდ, აიაქსის ხელმძღვანელობას ბარსას პრეზიდენტი ხოსეპ ბარტომეუ შეხვდება.

ირკვევა, რომ აიაქსს ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონი ევროს მიღება სურს. ბარსელონა ამ მომენტისთვის მზად არის 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კატალონელთა რიგებში გადავა აიაქსის ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი.

19 წლის მცველს ამ სეზონში 42 მატჩი დაუგროვდა. მის ანგარიშზეა ოთხი გოლი და ორი შედეგიანი პასი.