„აიაქსმა“ ვან დე ბეეკის შემცვლელი იპოვა
„აიაქსმა“ ვან დე ბეეკის შემცვლელი იპოვა

ამსტერდამის „აიაქსი“ საკუთარი ნახევარმცველის, დონი ვან დე ბეეკის გაყიდვასთან ძალიან ახლოსა არის.

როგორც „ფოქს სპორტსი“ (Fox Sports) იტყობინება, ჰოლანდიური კლუბი 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ზაგრების „დინამოსგან“ ესპანელი დანი ოლმოს ყიდვას აპირებს. ტრანსფერის თანხად 22 მილიონი ევრო სახელდება.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „რეალ მადრიდი“ ვან დე ბეეკთან კონტრაქტის გასაფორმებლად მზად არის 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. ნახევარმცველს „აიაქსთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

ვან დე ბეეკმა მთელი პროფესიონალური კარიერა ამსტერდამულ კლუბში გაატარა. წინა სეზონში მან „აიაქსის“ რიგებში 47 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.