„აიაქსმა“ რაიან ბაბელი დაიბრუნა
„აიაქსმა“ რაიან ბაბელი დაიბრუნა

ამსტერდამის „აიაქსმა“  „გალათასარაიდან“ რაიან ბაბელის იჯარით გადმოყვანის შესახებ გამოაცხადა. ფორვარდი ნიდერლანდურ კლუბში 2020 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

33 წლის ბაბელი „აიაქსის” აღზრდილია. ის ამსტერდამულ კლუბში 2004-07 და 2012-13 წლებში თამაშობდა.

ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ „აიაქსში“ თამაში ევრო 2020-ის წინ ნიდერლანდების ნაკრებში დაბრუნებაში დაეხმარება.

რაიან ბაბელი „გალათასარაიში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა და თურქულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ სეზონში მან თურქეთის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.