„აიაქსმა“ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
„აიაქსმა“ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ თენ ჰაგმა კონტრაქტი გაახანგრძლივა კლუბთან. ამის შესახებ იტყობინება ჰოლანდიის ჩემპიონის ვებგვერდი. ახალი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

წინა კონტრაქტი იწურებოდა 2019-20 წლების სეზონის ბოლოს. ახალი ხელშეკრულება 2019 წლის პირველი ივლისიდან შევა ძალაში.

გასულ სეზონში „აიაქსმა“ თენ ჰაგის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც ორი მატჩის ჯამში წააგო „ტოტენჰემთან“. შიდა არენაზე „აიაქსმა“ ჩემპიონატი და თასი მოიგო.

49 წლის სპეციალისტი „აიაქსთან“ 2017 წლიდან მუშაობს.