„აიაქსმა“ გამოთქვა მზადყოფნა თავისი სამი ლიდერის გაყიდვის შესახებ
„აიაქსმა“ გამოთქვა მზადყოფნა თავისი სამი ლიდერის გაყიდვის შესახებ

ამსტერდამის „აიაქსის“ სპორტულმა დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა აღნიშნა, რომ, შესაძლოა, კლუბი ზაფხულში რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვოს. კერძოდ, ლაპარაკია მეკარე ანდრე ონანაზე, მცველ ნიკოლას ტალიაფიკოზე და ნახევარმცველ დონი ვან დე ბეეკზე.

„გასულ წელს, ჩვენ გვქონდა ზეპირი შეთანხმება ამ სამ ფეხბურთელთან იმის თაობაზე, რომ ისინი კიდევ ერთი წელი დარჩებოდნენ გუნდში. მაშინ ჩვენ მათ შევპირდით, რომ ახალ კლუბებს მოვუძებნიდით. ამ საკითხში არაფერი შეცვლილა, თუმცა, მათი ღირებულება 50 პროცენტით არ შემცირდება. დაინტერესებულ კლუბებს შეუძლიათ დაივიწყონ ფასის დაკლების შესახებ,“ – განაცხადა ვან დერ სარმა.

უფრო ადრე, „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ თენ ჰაგმა დაადასტურა, რომ ონანა ზაფხულში გაიყიდება.

დატოვე კომენტარი