„აიაქსის“ მწვრთნელი - გვარდიოლას დროს მესი გუნდზე თამაშობდა, დღეს გუნდი თამაშობს მესიზე
„აიაქსის“ მწვრთნელი - გვარდიოლას დროს მესი გუნდზე თამაშობდა, დღეს გუნდი თამაშობს მესიზე

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ თენ ჰაგმა გამოთქვა აზრი, რომ „ბარსელონას“ კაპიტან ლიონელ მესის ამჟამინდელი დონე არ შეესაბამება იმას, რასაც არგენტინელი ხოსეპ გვარდიოლას მწვრთნელობისას აჩვენებდა.

„რა თქმა უნდა, მესის სათამაშო დონე ისევ ძალიან მაღალია, მაგრამ გვარდიოლას დროს ის გუნდზე თამაშობდა. დღეს კი მესი მთელს გუნდზე მაღლა დგას და ყველანი მასზე თამაშობენ“, – თქვა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გამოცემა VI-სთან ინტერვიუში.

გვარდიოლა „ბარსელონას“ 2008-12 წლებში ედგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით კლუბმა 14 ტიტული მოიგო.

დატოვე კომენტარი