„აიაქსის“ მეკარე ჰოლანდიის ჩემპიონატის მატჩში პეტარდისგან დაზიანდა [ვიდეო]
უსიამოვნო ინციდენტი მოხდა ჰოლანდიის ერედივიზიონის მატჩში „უტრეხტსა“ და „აიაქსს“ შორის.
შეხვედრა 61-ე წუთზე დროებით შეწყდა, რადგან „უტრეხტის“ ფანებმა ანთებული პეტარდა ესროლეს „აიაქსის“ მეკარეს ანდრე ონანას.
😱 ¡Increíble susto para André Onana!
💥 Pudo acabar en accidente grave
🇳🇱 Ocurrió en Holanda, en el Utrecht-Ajax pic.twitter.com/3h4fhoX7nv— AS (@diarioas) December 23, 2018
ამსტერდამელთა მეკარე მცირე ხნით გამოვიდა მწყობრიდან, მაგრამ შეძლო თამაშის გაგრძელება. საბოლოოდ, „აიაქსმა“ 3:1 გაიმარჯვა.