„აიაქსის“ მეკარე ანდრე ონანა „ბარსელონას“ ინტერესის სფეროშია

20:11, 28.04.2020

„ბარსელონამ“ ოფიციალურად მიმართა „აიაქსს“ მეკარე ანდრე ონანასთან დაკავშირებით, იუწყება ჰოლანდიური გამოცემა „ტელეგრააფი“. როგორც ირკვევა, კამერუნელი  მეკარის სანაცვლოდ კატალონიური კლუბი მზად არის, ამსტერდამელებს სამი ფეხბურთელი დაუთმოს – ნეტო, კარლეს ალენია და რიკი პუიგი (ან კოლიადო).

თავად ონანა „ბარსელონაში“ გადასვლაზე თანახმაა, თუმცა „აიაქსს“ ფეხბურთელის შენარჩუნება კიდევ ერთი სეზონით სურს.

24 წლის ანდრე ონანა „აიაქსის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს.

მსგავსი