„აიაქსის“ ბავშვთა გუნდმა მეტოქეს 50 გოლი გაუტანა
ლეგენდარული ჰოლანდიური კლუბი დიდ საფეხბურთო ტრადიციებს აგრძელებს და ახლაც ბრწყინვალე თაობას ზრდის.
„აიაქსის“ 12-წლამდელთა გუნდი ქვეყნის ჩემპიონატის ფარგლებში მაასტრიხტელ თანატოლებს დაუპირისპირდა და წარმოუდგენელი ანგარიშით დაამარცხა – 50:1.
ეს შეხვედრა „აიაქსის“ ყველა დროისა და ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის რეკორდულია და მსგავსი შემთხვევა, უძველეს, ტიტულოვან გუნდს დღემდე არ ჰქონდა.
საინტერესოა, რომ „აიაქსის“ ერთ-ერთმა პატარა ფეხბურთელმა მატჩში 18 გოლი გაიტანა.
— Ajax Youth Academy (@AjaxYA) 30 November 2019