„აიაქსის“ აქციონერებმა ტრანსფერებზე იმსჯელეს - მიქაუტაძეს შეუძლია გუნდის ახალი აღმოჩენა გახდეს #1TVSPORT
„აიაქსის“ აქციონერებმა ტრანსფერებზე იმსჯელეს - მიქაუტაძეს შეუძლია გუნდის ახალი აღმოჩენა გახდეს #1TVSPORT

ამსტერდამის „აიაქსის“ აქციონერების საერთო კრებაზე ყოფილი სპორტული დირექტორის, სვენ მისლიტანტის (მან მიიყვანა გუნდში გიორგი მიქაუტაძე) ტრანსფერების თემა კვლავ ამოტივტივდა. აქციონერებმა მთავარ მიზნად კლუბის მწვერვალზე დაბრუნება დაისახეს – ინფორმაციას ajaxshowtime-ი ავრცელებს.

„ამსტერდამის „აიაქსის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალ თავმჯდომარეს, მაიკლ ვან პრააგს სურს, რომ კლუბს ძველი დიდება დაუბრუნოს – ეს იყო აქციონერთა კრებაზე გაჟღერებული მთავარი მესიჯი. ბევრი კრიტიკული კითხვა დაისვა ტრანსფერებზეც, მაგრამ მენეჯმენტმა და სამეთვალყურეო საბჭომ ყველა მათგანს პასუხი ვერ გასცა, რაც ყოფილი სპორტული დირექტორის, სვენ მისლიტანტის მიმართ დაწყებული გამოძიებით იყო განპირობებული.

მისლიტანტის მიმართ ბრალდებების მიუხედავად, გამოცემა გიორგი მიქაუტაძეს იმ მოთამაშედ მიიჩნევს, რომელიც „აიაქსისთვის“ ახალი აღმოჩენა უნდა გახდეს.

„ამსტერდამელი ფანებისთვის „მეციდან“ ჩამოსული გიორგი მიქაუტაძე ჯერ კიდევ უცნობი მოთამაშეა. ქართველ თავდამსხმელს ბელგიაში ბევრად უკეთ იცნობენ, რადგან „სერენში“ თამაშის დროს წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

თავდაჯერებული ცენტრფორვარდი მკვლელის ინსტინქტით ზლატან იბრაჰიმოვიჩს მოგაგონებთ. ამსტერდამში თავდამსხმელის პოზიციაზე კონკურენცია ბრობისა და აკპომს შორის მიმდინარეობს, მიქაუტაძე კი მესამე კანდიდატად გამოჩნდა. ბელგიაში მისი რეპუტაციით თუ ვიმსჯელებთ, ადვილად შეუძლია, ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს“, – წერს გამოცემა.