„აიაქსის“ 18 წლის ნახევარმცველით „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ ინტერესდებიან
„აიაქსის“ 18 წლის ნახევარმცველით „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ ინტერესდებიან

„იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ ინტერესს გამოთქვამენ „აიაქსის“ ცენტრალური ნახევარმცველის რაიან გრავენბერხის მიმართ, – იტყობინება „ტუტოსპორტი“.

ტურინელები და კატალონელები ამ სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ამსტერდამულ კლუბთან 18 წლის ფეხბურთელის თაობაზე.

გრავენბერხი – „აიაქსის“ აღზრდილია. ამსტერდამელთა პირველ გუნდში მას დებიუტი 2018 წლის სექტემბერში ჰქონდა. გასულ სეზონში ნიდერლანდელმა 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ახალ სეზონში კი ხუთ მატჩში მის ანგარიშზე ორი შედეგიანი პასი მოდის.