„აიაქსიდან“ წასული სპორტული დირექტორი იმედგაცრუებულია ახალწვეულებისადმი მწვრთნელის დამოკიდებულებით #1TVSPORT
„აიაქსიდან“ წასული სპორტული დირექტორი იმედგაცრუებულია ახალწვეულებისადმი მწვრთნელის დამოკიდებულებით #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე ამსტერდამის „აიაქსში“ ერთსულოვნება არ იყო. მისი დამატების ინიციატორი გუნდის სპორტული დირექტორი სვენ მისლინტატი გახლდათ, რომელიც უკვე გადადგა, ამსტერდამულ გუნდში კი „მეცის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ ითამაშა, – ამის შესახებ გამოცემა Algemeen Dagblad-ი წერს.

„აიაქსის“ ყოფილი სპორტული დირექტორი იმედგაცრუებას არ მალავს ტრანსფერებისადმი გუნდის მწვრთნელის, მორის სტეინის დამოკიდებულებით და მის მიმართ აგორებული ჭორებით. მისი აზრით, სტეინი მიქაუტაძის, რამაისა და ჩუბა აკპომის კლასს სათანადოდ არ აფასებდა.

„დარწმუნებული ვარ იმ ფეხბურთელების შესაძლებლობებში, რომლებიც გუნდში მოვიწვიეთ. ყველა ეს უცხოელი ახალწვეული, შეიძლება, ადრე თუ გვიან „აიაქსის“ სამიზნეში მოხვედრილიყო. ის მაწუხებდა, რომ სტეინმა ეს ვერ დაინახა. მწვრთნელმა ვერ შეძლო გუნდის სწრაფად შეკვრა იმის მიუხედავადაც, რომ ტრანსფერებზე 110 მილიონი დაიხარჯა. წასვლის აუცილებლობაში სწორედ სტეინის პოზიციამ დამარწმუნა.

ბორნა სოსას ტრანსფერის შემდეგ მწვრთნელის განცხადებამაც იმედგაცრუებული დამტოვა. ის ამჯობინებდა ნიკოლას ტალიაფიკოს, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ ტალიაფიკო ფინანსური მიზეზების გამო ვერ დავიმატეთ. სოსა იმის ნახევარს იღებს, ვიდრე არგენტინელი „ლიონში“ და ამით ხელფასების დაბალანსება შევძელით“, – ამბობს „აიაქსის“ ყოფილი სპორტული დირექტორი.