„აიაქსი“ მთავარმა მწვრთნელმა დატოვა #1TVSPORT

00:19, 20.05.2025

ამსტერდამის „აიაქსმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იტალიელი ფრანჩესკო ფარიოლოს წასვლის შესახებ გამოაცხადა.

როგორც ნიდერლანდური კლუბის პრესსამსახური იტყობინება, ფარიოლომ „აიაქსი“ საკუთარი სურვილით დატოვა.

ფრანჩესკო ფარიოლომ „აიაქსი“ გასული წლის ივლისში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ამსტერდამულმა კლუბმა ერედივიზონში გამოსვლა მეორე ადგილზე დაასრულა, მიუხედავად იმისა, რომ ხუთი ტურით ადრე ცხრაქულიანი უპირატესობით ლიდერობდა.

მსგავსი