„აიაქსი“ მთავარ მწვრთნელად ჩავის ეპატიჟება #1TVSPORT
„აიაქსი“ მთავარ მწვრთნელად ჩავის ეპატიჟება #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ, შესაძლოა, „აიაქსი“ ჩაიბაროს კატალონიური კლუბიდან წასვლის შემდეგ, – წერს ესპანური ინტერნეტგამოცემა Sport.es-ი.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა იანვარში გამოაცხადა იმის შესახებ, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ დატოვებს „ბარსელონას“. სწორედ ამასთან დაკავშირებით „აიაქსის“ ხელმძღვანელობა განიხილავს ჩავის კანდიდატურას.

უფრო ადრე ამსტერდამული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპმა გამოაცხადა, რომ 30 ივნისს დატოვებს თავის პოსტს.

„აიაქსი“ ერედივიზიონის 27 ტურის შემდეგ 44 ქულით მეოთხე ადგილზეა.