„აიაქსი“ გიორგი ხარაიშვილის გადაბირებას აპირებს
„აიაქსი“ გიორგი ხარაიშვილის გადაბირებას აპირებს

„აიაქსი“ ქართულ ტალანტს, გიორგი ხარაიშვილს უმიზნებს“ – ამ სათაურით აქვეყნებს ჰოლანდიური გამოცემა „ელფოეტბალი“ (Elfvoetbal) წერილს და ამტკიცებს, რომ ქართველი მოთამაშე ამსტერდამული კლუბის ინტერესის სფეროშია.

„გიორგი ხარაიშვილი „აიაქსის“ სასურველი მოთამაშეების სიაშია. ნახევარმცველს ამჟამად კონტრაქტი შვედურ „გიოტებორგთან“ აკავშირებს, თუმცა, ამსტერდამელებს მისი „იოჰან კრუიფი -არენაზე“ გადაბირება სურთ“, – წერს „ელფოეტბალი“.

22 წლის ხარაიშვილი შვედეთში 2018 წლის დასაწყიში „საბურთალოდან“ გადავიდა და პირველივე სეზონში კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ჰოლანდიური გამოცემა აზუსტებს, „აიაქსი“ ქართველით როდის დაინტერესდა: „ხარაიშვილს უახლოეს მომავალში შეუძლია ერედივიზიონში გადავიდეს. „აიაქსის“ სელექციონერები ნახევარმცველს დიდი ხნის განმავლობაში ადევნებენ თვალს. ჯერჯერობით, ტრანსფერი არ შემდგარა, რადგან თავიდან ხარაიშვილმა შვედურ კლუბში დარჩენა ამჯობინა“.

დატოვე კომენტარი