„აიაქსი“ და „ბენფიკა“ ბოლო 10 წელიწადში სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე შემოსავლიანი კლუბები არიან #1TVSPORT
იანვრის დასაწყისში გაიხსნა ზამთრი სატრანსფერო ფანჯარა. ხმაურიანი ტრანსფერები ჯერ არ განხორციელებულა, მაგრამ რამდენიმე საინტერესო გარიგება დაგეგმილია.
მანამდე კი Dailysports-მა მოამზადა ევროპული კლუბების ტოპ-ათეული, რომლებმაც ყველაზე მეტი მოგება ნახეს ტრანსფერებისგან ბოლო 10 წლის განმავლობაში.
საინტერესოა, რომ ლიდერთა ათეულში არ არის არც ერთი ევროპული გრანდი. როგორც წესი, ტრანსფერებით ფინანსურ მოგებას აღწევენ საშუალო დონის გუნდები, ლიდერები კი ამ მხრივ „ბენფიკა“ და „აიაქსი“ არიან.
აღვნიშნავთ, რომ რეიტინგში მითითებულია არა გაყიდული ფეხბურთელების თანხა, არამედ ბალანსი შემავალ და გამომავალ ტრანსფერებს შორის.
სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე შემოსავლიანი კლუბების TOP10 (2014-15 წლების სეზონიდან მოყოლებული):
- ბენფიკა – +814,7 მლნ ევრო
- აიაქსი – +512,11 მლნ
- ზალცბურგი – +445,24 მლნ
- პორტუ – +385,39 მლნ
- ლილი – +370,02 მლნ
- სპორტინგი – +354,17 მლნ
- მონაკო – +285,06 მლნ
- ბრაგა – +244,68 მლნ
- ეინდჰოვენი – +236,94 მლნ
10. დინამო ზ – +224,32 მლნ