აიაქსი 34-ედ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი
აიაქსი 34-ედ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი

ჰოლანდიის ერედივიზიონის 2018-19 წლების გათამაშება ამსტერდამის აიაქსის ტრიუმფით დასრულდა.
ბოლო ტურში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტმა სტუმრად 4:1 მოუგო გრააფსხაპს, 86 ქულა დააგროვა და სამი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ეინდჰოვენს. გოლები ლასე შიონემ, ნიკოლას ტალიაფიკომ და ორჯერ დუშან ტადიჩმა გაიტანეს.

ტადიჩი 28 გოლით გაუთანაბრდა ეინდჰოვენის ფორვარდს ლუკ დე იონგს. ეს ფეხბურთელები გახდნენ ერედივიზიონის ბომბარდირები.

აიაქსი 34-ედ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი. ეს სარეკორდო მაჩვენებელია. 24 ტიტული აქვს ეინდჰოვენს.
აიაქსმა შიდა არენაზე ყველა ტიტული მოიგო – მანამდე მან ჰოლანდიის თასი მოიპოვა.