აგუეროს, როუზსა და პრემიერლიგის სხვა ფეხბურთელებს ვარჯიშებზე დაბრუნება არ სურთ
აგუეროს, როუზსა და პრემიერლიგის სხვა ფეხბურთელებს ვარჯიშებზე დაბრუნება არ სურთ

პრემიერლიგის რამდენიმე ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირებას უფრთხის და უარს ამბობს მომავალი ორშაბათიდან ვარჯიშების განახლებაზე, – ამის შესახებ Sportsmail წერს.

უახლოესი ორი დღის განმავლობაში, გუნდები თავის ფეხბურთელებთან ვიდეოკონფერენციას გამართავენ, რომლის დროსაც მათ უსაფრთხო ვარჯიშების შესახებ ინსტრუქციას ჩაუტარებენ. თუმცა, ზოგიერთი ფეხბურთელი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს სავარჯიშო პროცესის განახლების თაობაზე. მათ შორისაა „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი სერხიო აგუერო, „ტოტენჰემის“ მცველი დენი როუზი და „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველი მანუელ ლანსინი.

აღნიშნავენ, რომ კლუბებისგან ფეხბურთელების მიმართ ზეწოლა არ იქნება, თუმცა, ეს ისტორია ლიგის ხელმძღვანელობის უკმაყოფილებას იწვევს.