აგუერო ვარჯიშებს დაუბრუნდა

09:35, 18.12.2019

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა სერხიო აგუერომ ტრავმა მოირჩინა. როგორც ინგლისის ჩემპიონის ოფიციალური ვებგვერდი წერს, არგენტინელი უკვე შეუდგა ვარჯიშს საერთო ჯგუფთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის არგენტინელმა ბარძაყის ტრავმა „ჩელსითან“ (2:1) მატჩისას მიიღო. ეს შეხვედრა 23 ნოემბერს გაიმართა.

მიმდინარე სეზონში აგუერომ პრემიერლიგაში 12 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი