აგუერო „მარსელის“ წინააღმდეგ თამაშს გამოტოვებს
აგუერო „მარსელის“ წინააღმდეგ თამაშს გამოტოვებს

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო ინგლისის პრემიერლიგის წინა ტურში „ვესტ-ჰემის“ წინააღმდეგ დაზიანდა და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

არგენტინელი ფეხბურთელი თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ვერ დაეხმარება და შესაძლოა ერთი თვეც კი გამოტოვოს.

ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ აგუეროს ტრავმის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ თუ ტრავმა მსუბუქი აღმოჩნდა ფეხბურთელი მინიმუმ 10-15 დღეს გამოტოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აგუერო მოედანს 1 თვე ვერ დაუბრუნდება.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „სიტის“ გაბრიელ ჟესუსიც ტრავმირებული ჰყავს, მაშინ ამ პოზიციაზე „ქალაქელებს“ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში გვარდიოლას გუნდმა „პორტო“ 3:1 დაამარცხა. აგუერომ ამ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.